Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: უკრაინისთვის აშშ-ის დახმარება - სენატში შეთანხმებული - კონგრესში ვერ გავა


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, პესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი. 12 დეკემბერი. 2024 წელი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, პესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი. 12 დეკემბერი. 2024 წელი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ კონგრესი არ არის მზად სამხედრო დახმარების დამტკიცებისთვის, რაც ასე ესაჭიროება უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სენატს, ჩანს, „არ შეუძლია მიაღწიოს რაიმე შეთანხმებას“, დაწერა მაიკ ჯონსონმა კანონმდებლებისთვის მიწერილ წერილში და დასძინა, რომ თავისი პარტია წარმომადგენელთა პალატაში, ყველა შემთხვევაში, არ გამოუცხადებდა დოკუმენტს მხარდაჭერას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროექტი თავიდანვე „მკვდარი იქნებოდა“.

უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტის, ასევე სამხრეთის საზღვრის გამაგრების ასიგნებების მოცულობა 100 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. ამასთან, უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარია განკუთვნილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეს წინადადება კონგრესში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შეიტანა. რესპუბლიკელებმა უარი თქვეს ამ საკითხის კენჭისყრაზე გატანაზე, სანამ დემოკრატები იმიგრაციის საკითხში არ წავიდოდნენ დათმობაზე.

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას ყველაზე დიდი, 44 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG