Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩაფრინდა


ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობით, ორი ლიდერი გამართავს საკავშირო სახელმწიფოს საბჭოს სხდომას, სადაც განიხილავენ 2024-2026 წლების გეგმებს, შეაჯამებენ 2021-2023 წლების შედეგებს და "განიხილავენ საერთაშორისო საკითხებს".

გარდა ამისა, ლუკაშენკა რუსეთში გეგმავს მონაწილეობა მიიღოს ლენინგრადის ბლოკადისგან განთავისუფლების 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

ეს იქნება 2024 წელს ლუკაშენკასა და პუტინს შორის პირველი მოლაპარაკებები. წინა ჯერზე ისინი ერთმანეთს 2023 წლის 23 ნოემბერს მინსკში შეხვდნენ, რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO-ს) სამიტის ფარგლებში.

XS
SM
MD
LG