Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში რკინიგზის მემანქანეებმა გადაწყვიტეს, ვადაზე ადრე შეწყვიტონ გაფიცვა


გერმანიის რკინიგზის მემანქანეები, რომლებიც დამსაქმებელთან შეთანხმებას ვერ აღწევენ, 2023 წლის შემოდგომიდან უკვე მესამედ გაიფიცნენ.
გერმანიის რკინიგზის მემანქანეები, რომლებიც დამსაქმებელთან შეთანხმებას ვერ აღწევენ, 2023 წლის შემოდგომიდან უკვე მესამედ გაიფიცნენ.

გერმანიაში რკინიგზის მემანქანეთა პროფკავშირი (GDL) დასთანხმდა დაწყებული მასობრივი გაფიცვის ვადაზე ადრე დასრულებას, რაც ნიშნავს, რომ მემანქანეები სამუშაოს დაგეგმილზე ადრე დაუბრუნდებიან. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

23 იანვარს გერმანიაში სატვირთო მატარებლების მემანქანეებმა შეწყვიტეს მუშაობა, ხოლო 24-ის ღამეს მათ შეუერთდნენ სამგზავრო მატარებლების მემანქანეებიც.

მემანქანეები სამუშაო საათების რაოდენობის 38-დან 35-მდე შემცირებას და ასევე ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გერმანიის სარკინიგზო კონცერნ Deutsche Bahn-ის ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ შესთავაზა გაფიცულებს ხელფასის 5%-ით გაზრდა და სამუშაო დღის ერთი საათით შემცირება 2026 წლიდან.

გერმანიის რკინიგზის მემანქანეები, რომლებიც დამსაქმებელთან შეთანხმებას ვერ აღწევენ, 2023 წლის შემოდგომიდან უკვე მესამედ გაიფიცნენ.

გაფიცვის დაწყებამდე, 9 იანვარს, კონცერნმა მემანქანეთა პროფკავშირის ლიდერებს მოუწოდა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდნენ. თავის მხრივ, პროფკავშირმა Deutsche Bahn-ისგან შეთავაზებულ კომპრომისს არაარსებითი და შეურაცხმყოფელი უწოდა.

რკინიგზელთა გაფიცვა კიდევ უფრო ართულებს ვითარებას, რომელიც გერმანიაში შეიქმნა ფერმერების საპროტესტო აქციების გამო. ისინი ტრაქტორებით და სატვირთო ავტომანქანებით პერიოდულად კეტავენ სხვადასხვა ავტომაგისტრალს.

XS
SM
MD
LG