რუსეთმა დრონები და რაკეტები დაუშინა უკრაინის სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, განაცხადა კიევის საჰაერო ძალებმა კვირას, 28 იანვარს.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ორი ბალისტიკური რაკეტით შეუტია ცენტრალურ პოლტავის რეგიონს.
სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზაპორიჟიეს რეგიონში, ერთ-ერთი ობიექტს თავს დაესხნენ დრონით. ინფორმაცია მომხდარზე გუბერნატორმა იური მალაშკომ გაავრცელა. მას ზარალისა და მსხვერპლის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია.
კიევის მტკიცებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული რვა რაკეტიდან ოთხი გაანადგურეს.