Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მონა ლიზას" წვნიანი შეასხეს


გარემოსდამცველი აქტივისტები "მონა ლიზას" წინ მას შემდეგ, რაც ლეონარდო და ვინჩის ნახატს წვნიანი შეასხეს. 28 იანვარი, 2024.
გარემოსდამცველი აქტივისტები "მონა ლიზას" წინ მას შემდეგ, რაც ლეონარდო და ვინჩის ნახატს წვნიანი შეასხეს. 28 იანვარი, 2024.

მომიტინგეებმა პარიზში, ლუვრის მუზეუმში, ლეონარდო და ვინჩის მე-16 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს, "მონა ლიზას", წვნიანი შეასხეს.

ნახატს ტყვიაგაუმტარი მინა იცავს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაზიანებულიყო.

ფაქტის ამსახველ ვიდეოში ჩანს ორი მომიტინგე, რომლებიც ითხოვენ „ჯანსაღი და მდგრადი საკვების“ უფლებას და ამბობენ: „ჩვენი სოფლის მეურნეობის სისტემა ავადაა“.

საფრანგეთის დედაქალაქში ბოლო დღეებში ფერმერების საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები საწვავის გაიაფებას და რეგულაციების გამარტივებას მოითხოვდნენ. პარასკევს მათ გადაკეტეს ძირითადი გზები პარიზში და მის გარეთ.

"მონა ლიზას" დამცავი მინა იცავს 1950-იანი წლების შემდეგ, როდესაც მას ვიზიტორმა მჟავა შეასხა და დააზიანა.

2022 წელს აქტივისტმა ნახატს ნამცხვარი ესროლა და ხალხს მოუწოდა, „დედამიწაზე ეფიქრათ“.

XS
SM
MD
LG