28 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ წარმატებით გაუშვა კოსმოსში სამი თანამგზავრი, რაც ბოლოა იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც დასავლეთის შეფასებით, აუმჯობესებს თეირანის ბალისტიკურ რაკეტებს.
როგორც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება, თანამგზავრების გაშვების დროს წარმატებით გამოიყენეს რაკეტა Simorgh-ი, რომელმაც წარსულში არაერთხელ განიცადა კატასტროფა.
სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, კოსმოსში გაშვებული თანამგზავრების სახელებია Mahda, Kayhan-2 და Hatef-1. ოფიციოზის მტკიცებით, Mahda კვლევითი თანამგზავრია, ხოლო Kayhan-2 და Hate-1 კი GPS-ზე და კომუნიკაციებზე ორიენტირებული ნანოსატელიტები.