Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვლელობისთვის დააკავეს „ვაგნერის“ მებრძოლი, რომელიც უკრაინიდან დაბრუნდა


რუსეთის ქალაქ ბარნაულში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ადგილობრივი მკვიდრი, რომელიც, როგორც რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრი, ადრე უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა.

დაკავებულის სახელი არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ მან მსხვერპლი კისერში დაჭრა. მის მიერ მოკლული 34 წლის ბარნაულელი იყო ტიომა ალტაისკის ფსევდონიმით ცნობილი მუსიკოსი არტიომ ბაშკეევი

ბაშკეევს ცოლი და შვილები დარჩა.

  • მედიაში რეგულარულად ვრცელდება ცნობები მძიმე დანაშაულების, მათ შორის მკვლელობებისა და გაუპატიურების შესახებ, რომლებიც ჩადენილია მათ მიერ, ვინც უკრაინის ომიდან დაბრუნდა. უკვე ცნობილია ასობით ასეთი შემთხვევა. ამ შემთხვევებისგან გამოწვეულმა რეზონანსმა კრემლი აიძულა, კონტროლირებადი ჟურნალისტებისთვის მიეცა რეკომენდაცია, არ ისაუბრონ ასეთ დანაშაულებზე.
XS
SM
MD
LG