Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის ოპოზიციას პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვა სურს შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე


უნგრეთის პარლამენტის შენობა, ბუდაპეშტი
უნგრეთის პარლამენტის შენობა, ბუდაპეშტი

უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიებმა 29 იანვარს წარადგინეს ინიციატივა, 5 თებერვალს გაიმართოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მოხდება შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება.

31-წევრიან ალიანსში უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის განაცხადის რატიფიცირება. თურქეთმა ეს ნაბიჯი გასულ კვირაში გადადგა - დაახლოებით 20 თვეში მას მერე, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სტოკჰოლმმა ალიანსში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა.

როგორც ოპოზიციონერმა კანონმდებელმა ზიტა გურმაიმ სააგენტო "როიტერსთან" თქვა, გასარკვევია, დაუჭერენ თუ არა მხარს ამ ინიციატივას დეპუტატები მმართველი პარტია "ფიდესიდან" და მათი ქრისტიან-დემოკრატი მოკავშირეებიდან.

XS
SM
MD
LG