Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული მზვერავი თვითმფრინავი ნატოს საჰაერო საზღვართან იმყოფებოდა


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის მზვერავი თვითმფრინავი Ил-20М
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის მზვერავი თვითმფრინავი Ил-20М

გერმანიის საჰაერო ძალების სარდლობამ ქალაქ ლააგეს სამხედრო ბაზიდან ავიაგამანადგურებლები გაგზავნა ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ რიუგენის მახლობლად მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში აღმოაჩინა რუსეთის სამხედრო მზვერავი თვითმფრინავი Ил-20М. რიუგენი გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულია.

გარკვეული დროის განმავლობაში რუსული თვითმფრინავი გერმანული ავიაგამანადგურებლების თანხლებით მოძრაობდა, სანამ კურსი ისევ აღმოსავლეთისკენ არ შეცვალა.

გერმანიის საჰაერო ძალების მიერ 30 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ტრანსპონდერის სიგნალის, ანუ საიდენტიფიკაციო სიგნალის გარეშე დაფრინავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ შემთხვევის შესახებ არაფერი უთქვამს.

ნატოს მონაცემებით, 2023 წელს 300-ზე მეტი შემთხვევა იყო, როცა ევროპაში ალიანსის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლებს დასჭირდათ აფრენა ნატოს საჰაერო სივრცესთან რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიახლოების გამო. შემთხვევების უმეტესობა ბალტიის ზღვის რეგიონში იყო.

XS
SM
MD
LG