Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გირაოთი გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელიც კოლეგას სექსუალურ ურთიერთობას სთხოვდა - პროკურატურა


საილუსტრაციო ფოტო: ზესტაფონის რაიონული სასამართლო
საილუსტრაციო ფოტო: ზესტაფონის რაიონული სასამართლო

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ორიათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა სკოლის მასწავლებელი, რომელიც კოლეგას სექსუალურ ურთიერთობას სთხოვდა. შემთხვევა თერჯოლის რაიონის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლაში ხდებოდა.

„ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ კოლეგის ამ ქცევის გამო მასწავლებელი იძულებული გახდა ხანგრძლივი უხელფასო შვებულება აეღო. პედაგოგს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია).

პროკურატურა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG