Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ პარტიის მერვე ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს.

მან პრემიერ-მინისტრის პოსტი, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში იკავებდა, 29 იანვარს დატოვა.

„ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის, ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა.

2011 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო - დემოკრატიულად, არჩევნების გზით დაამარცხა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ქართველი ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ჩვენი ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ.

მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დაასახელა. პარტიის წესდების მიხედვით, კანდიდატი საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, წარუდგინა პოლიტსაბჭოს, რომელიც ამ შეთავაზებას დაეთანხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG