Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ გაანადგურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო კატარღა


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ 1 თებერვლის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაციის შედეგად გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ნავი „ივანოვეცი“.

ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს, რომ გემი ანექსირებულ ყირიმში რეიდზე იმყოფებოდა დონუზლავის ტბაში, სადაც პირდაპირი დარტყმის შედეგად ჩაიძირა.

უწყებაში არ აზუსტებენ, რომელი იარაღი გამოიყენეს ოპერაციის დროს. უკრაინული დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ხომალდს კატარღები უახლოვდებიან, რის შემდეგაც ხდება ძლიერი აფეთქება.

რუსეთის ხელისუფლებას აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG