Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა განაცხადა, რომ რუსეთი "პასუხს აგებს" უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების ფრანგი მუშაკების დაღუპვის გამო


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნი კიევში ვიზიტისას უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან ერთთად. 13 იანვარი. 2024 წელი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნი კიევში ვიზიტისას უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან ერთთად. 13 იანვარი. 2024 წელი

საფრანგეთი აცხადებს, რომ რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს უკრაინის ხერსონის ოლქში უპილოტო საფრენი მოწყობილობის თავდასხმის შედეგად დაღუპული საფრანგეთის ორი მოქალაქის გამო, რომლებიც ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდნენ იქ.

ხერსონის რეგიონის გუბერნატორმა, ოლექსანდრ პროკუდინმა Telegram-ის პოსტში დაწერა, რომ 1 თებერვალს, ბერისლავში, სამხრეთის ქალაქ ხერსონის მახლობლად, თავდასხმის შედეგად დაიღუპა საფრანგეთის ორი მოქალაქე და კიდევ სამი უცხოელი დაშავდა. პროკუდინს არ დაუზუსტებია, რომელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდნენ დაღუპულები.

"რუსეთის ბარბაროსობის სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები გახდნენ უკრაინაში", თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნმა თავის პოსტში X-ზე, ყოფილ "ტვიტერზე". "რუსეთს მოუწევს პასუხი აგოს თავის დანაშაულებზე", დასძინა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG