Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტულმა ჟურნალისტებმა ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს


ხვიჩა კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია 42 წლის განმავლობაში, ვისაც ეს ტიტული ერგო.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია 42 წლის განმავლობაში, ვისაც ეს ტიტული ერგო.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ „ნაპოლისა“ და „საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

ის პირველი ფეხბურთელია 42 წლის განმავლობაში, ვისაც ეს ტიტული ერგო. ასოციაციამ ბოლოს 1981 წელს მიიჩნია ფეხბურთელი - რამაზ შენგელია - ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად. გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც დაასახელა. ძალოსან ლაშა ტალახაძეს 21-ე საუკუნის დასაწყისის საუკეთესო სპორტსმენის პრიზი გადასცეს.

მედიის რჩეულ ქალ სპორტსმენად ფიგურული მოციგურავე ანასტასია გუბანოვა დაასახელეს. საუკეთესო გუნდი ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები გახდა, წლის ახალგაზრდა სპორტსმენის პრიზი კი ხელბურთელ გიორგი ცხოვრებაძეს ერგო. წლის საუკეთესო მწვრთნელი საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების დამრიგებელი რამაზ სვანაძე გახდა.

XS
SM
MD
LG