Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქში ჩავიდა და სამხედროებთან შეხვედრა გამართა


ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს შეხვდა ზაპოროჟიეს რაიონში. რაბოტინო, 4 თებერვალი, 2024.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს შეხვდა ზაპოროჟიეს რაიონში. რაბოტინო, 4 თებერვალი, 2024.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას ესტუმრა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რაბოტინოს, სადაც შეხვდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65-ე მექანიზებული ცალკე ბრიგადის წევრებს. სამხედროებთან პრეზიდენტის შეხვედრის ამსახველი ვიდეო მის არხზე გამოქვეყნდა ტელეგრამში.

„შევხვდი დამცველებს, მადლობა გადავუხადე მათ და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი. პატივია დღეს აქ ყოფნა, მეომრების მხარდაჭერა და დაჯილდოება. მათ მხრებზეა გადამწყვეტი მისია - მტრის უკუგდება და უკრაინის დაცვა“, - დაწერა ზელენსკიმ.

2023 წლის აგვისტოს ბოლოს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა უკრაინის სამხედროების მიერ სოფელ რაბოტინოს სრული განთავისუფლების შესახებ. სოფელი რუსეთის ჯარების ერთ-ერთი გამაგრებული რაიონი იყო ორეხოვოს მიმართულებაზე.

BBC-ის თანახმად, ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ თათბირი გამართა ზაპოროჟიეს ოლქში უსაფრთხოების საკითხზე და მოისმინა სამხედრო მეთაურებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელთა ანგარიშები. პრეზიდენტთან შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თავდაცვის საკითხები ავდეევკის მიმართულებაზე, ვითარება რაბოტინოს რაიონსა და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული საკითხები.

XS
SM
MD
LG