Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანმა ხატმწერის მომსახურებით ისარგებლა - გამოქვეყნდა მინისტრის 2023 წლის დეკლარაცია


ფოტო არქივიდან: კულტურისა და სპორტის მინისტრი მთავრობის სხდომაზე
ფოტო არქივიდან: კულტურისა და სპორტის მინისტრი მთავრობის სხდომაზე

კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის ქონებრივი დეკლარაციიდან ჩანს, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში წელს პირველად ისარგებლა ხატმწერის მომსახურებით და ამ სერვისში 6 600 ლარი გადაიხადა. ეს თანხა უფრო მეტია, ვიდრე მისი ერთი თვის ხელფასი. თეა წულუკიანის 2023 წლის ქონებრივი დეკლარაცია 5 თებერვალს გამოქვეყნდა.

ხატმწერის მომსახურების გარდა, გასულ წელს მინისტრმა გასწია შემდეგი ხარჯები:

  • სწავლის გადასახადი - 14 635 ლარი;
  • ხელოსნის მომსახურება - 10 000 ლარი;
  • ახლო ნათესავის ვალების გასტუმრებაში მონაწილეობის ხარჯი - 20 000 ლარი;
  • ოჯახის წევრის საზღვარგარეთ მგზავრობებისა და ყოფნის ხარჯი - 20 060 ლარი;

დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2023 წელს სრულად მოიცავს, მინისტრის წლიური ხელფასი 72 600 ლარი იყო, რაც თვეში 6 050-ლარიან შემოსავალს ნიშნავს. წინა წელს მისი წლიური ხელფასი უფრო ნაკლები იყო და 66 000-ს შეადგენდა. 2021 წელს კი, როცა კულტურის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყო და თეა წულუკიანი ახალშექმნილი სამინისტროს ხელმძღვანელი გახდა, 9 თვეში მისი ხელფასი 46 904 ლარი იყო.

მინისტრის 2023 წლის ქონებრივი დეკლარაცია მოიცავს ცნობას მისი მეუღლის შემოსავლების და ხარჯების შესახებაც. წულუკიანის მეუღლემ, რომელიც ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში პროგრამების განვითარების რანგში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს, 44 000 ლარი მიიღო ხელფასის სახით. ნუგზარ კაკულიამ 2023 წელს გააჩუქა 12 000 დოლარის ღირებულების ავტომობილი და 9 000 ლარი მიიღო გასესხებული თანხის უკან დაბრუნების გზით.

XS
SM
MD
LG