Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი კვლავ სადამსჯელო იზოლატორში მოათავსეს


ალექსეი ნავალნი კოლონიაში, რომელიც მდებარეობს ხარპის დასახლებაში, იამალის ნახევარკუნძულზე.10 იანვარი, 2024 წელი
ალექსეი ნავალნი კოლონიაში, რომელიც მდებარეობს ხარპის დასახლებაში, იამალის ნახევარკუნძულზე.10 იანვარი, 2024 წელი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 26-ედ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში, ათი დღით.

ამის შესახებ იტყობინება მისი პრესმდივანი კირა იარმიში. იარმიშის თანახმად, ნავალნი 1 თებერვლიდანაა სადამსჯელო იზოლატორში. მიმდინარე 10 დღის ჩათვლით, ნავალნის პატიმრობის სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იზოლატორში 293 დღე აქვს გატარებული.

2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდის განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია "Полярный волк-ში" (რუს. პოლარული მგელი), იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში.

ამ დროის განმავალობაში ნავალნი ორჯერ მოათავსეს იზოლატორში იმის გამო, რომ „არასწორად წარადგინა თავი“. რა იყო ამჟამინდელი სასჯელის საბაბი, არ არის ცნობილი.

იზოლატორის საკნის პირობები განსაკუთრებით მკაცრია: პატიმრებს არ აძლევენ თეთრეულს, ეკრძალებათ შეხვედრა ახლობლებთან, სატელეფონო საუბრები, ამანათების მიღება გარედან, სეირნობა და სურსათის შეძენა მაღაზიაში.

2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა, როცა დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ბევრი სამართალდამცავი ორგანიზაცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG