ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოლჟას ბეკტენოვის დანიშვნის შესახებ. უფრო ადრე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბეკტენოვის კანდიდატურას მხარი პარლამენტმა დაუჭრა - მომხრე იყო 69 დეპუტატი, თავი შეიკავა - 7-მა. ბეკტენოვის კანდიდატურა წამოაყენა მმართველმა პარტია „ამანათმა“.
43 წლის ბეკტენოვი 2023 წლის აპრილიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. მას სხვადასხვა დროს ეკავა ანტიკორუფციული უწყების ხელმძღვანელის პოსტი, მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში.
ტოყაევმა მთავრობის გადადგომის განკარგულებას 5 თებერვალს მოაწერა ხელი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 2022 წლის იანვრიდან ალიხან სამაილოვი იყო. მთავრობის გადადგომის მიზეზი არ გავრცელებულა.