Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილონ მასკმა პირობა დადო, რომ არ დაბლოკავს პუტინის ინტერვიუს ტაკერ კარლსონთან


ტაკერ კარლსონის ინტერვიუ იქნება დასავლელი ჟურნალისტისა და პუტინის პირველი საუბარი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ტაკერ კარლსონის ინტერვიუ იქნება დასავლელი ჟურნალისტისა და პუტინის პირველი საუბარი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

სოციალური ქსელის, Х-ის (ყოფილი ტვიტერი) მფლობელი ილონ მასკი ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს დაჰპირდა, რომ არ დაბლოკავს ვიდეოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუდან. ამის შესახებ კარლსონმა ინტერვიუს ანონსში განაცხადა.


კარლსონი არის ტელეკომპანია Fox-ის ყოფილი ტელეწამყვანი, რომელსაც სოციალურ ქსელ Х-ში აქვს საავტორო გადაცემა. ტაკერი თებერვლის დასაწყისში მოსკოვში ჩავიდა ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუსთვის. მისი ინტერვიუ იქნება პირველი საუბარი დასავლელ ჟურნალისტსა და პუტინს შორის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ამერიკელი ჟურნალისტის ვიზიტს აქტიურად აშუქებენ კრემლთან დაახლოებული რუსული მედია და ბლოგერები. კარლსონის თქმით, მან რუსეთში მოგზაურობა თავად დააფინანსა. "ჩვენ აქ ვართ არა იმიტომ, რომ გვიყვარს ვლადიმირ პუტინი, არამედ იმიტომ, რომ გვიყვარს შეერთებული შტატები", - აღნიშნა ტაკერმა. მან თქვა, რომ ინტერვიუს ჩაწერაზე თხოვნა გაგზავნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც.

კრემლს ინტერვიუს შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. 6 თებერვალს „ეხო მოსკვის“ ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა სოციალურ ქსელებში წყაროს მითითების გარეშე მიანიშნა, რომ ინტერვიუ პუტინთან უკვე შედგა.

53 წლის ტელეწამყვანმა „ფოქს ნიუსი“ 2023 წლის 24 აპრილს დატოვა. ტელეკომპანიაში განაცხადეს, რომ კარლსონისა და მათი „გზები გაიყო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG