Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა კიევშიც


რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული სახლი კიევში. 2024 წლის 7 თებერვალი
რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული სახლი კიევში. 2024 წლის 7 თებერვალი

კიევში სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. მისივე ცნობით, დაშავებულია -14. კიევის გოლოსეევსკის რაიონის მრავალბინიანი კორპუსიდან, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, ევაკუირებულია 52 მობინადრე.

მანამდე ცნობილი იყო, რომ რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა ნიკოლაევში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ რუსეთს პასუხს აუცილებლად გასცემენ და „ტერორისტები შედეგებს ყოველთვის იგრძნობენ“.

ზელენსკის ინფორმაციით, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა უკრაინის 6 რეგიონი, მათ შორის კიევი, ხარკოვი, ნიკოლაევი და ლვოვი. მაშველები მუშაობას განაგრძობენ. რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დანგრეული და დაზიანებულია სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები და წყლით და გაზით მომარაგების სისტემები.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დღევანდელი მასირებული შეტევისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 44 ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა და 20 უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 29 რაკეტა და 15 დრონი გაანადგურეს.

რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო საჰაერო განგაში უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებიდან დაიწყო და ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის გავრცელდა ქვეყნის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG