Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის საკითხზე შუამავლები ეძებენ "საბოლოო ფორმულას" ცეცხლის შეწყვეტისთვის


კვამლი სამხრეთ ღაზის თავზე ისრაელის მხრიდან დაბომბვის დროს. 2024 წლის 6 თებერვალი
კვამლი სამხრეთ ღაზის თავზე ისრაელის მხრიდან დაბომბვის დროს. 2024 წლის 6 თებერვალი

აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის წარმომადგენელმა შუამავლებმა ჰამასის განსხვავებული პოზიციების გათვალისწინებით მოამზადეს დიპლომატიური ინიციატივა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე. ჰამასი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული.

ჰამასმა 6 თებერვალს უპასუხა ინიციატივას, რომელიც კვირაზე მეტია ეგვიპტელებთან და კატარელებთან ერთად მოამზადეს პარიზში აშშ-ისა და ისრაელის სადაზვერვო უწყებების წარმომადგენლებმა.

ჰამასმა სამშაბათს განაცხადა, რომ პასუხი იყო "პოზიციური სულისკვეთების ცეცხლის ყოვლისმომცველი და სრული შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის დასასრულებლად, დახმარების, თავშესაფრის და რეკონსტრუქციის უზრუნველსაყოფად, ღაზაზე ალყის მოსახსნელად და პატიმართა გაცვლის მისაღწევად".

ახლო აღმოსავლეთის ტურნეში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ჰამასის პასუხს ოთხშაბათს განიხილავს ისრაელის წარმომადგენლებთან.

სააგენტო "როიტერსი" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზავი სულ მცირე 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის დროსაც ჰამასი გაათავისუფლებს მძევალთა შორის დარჩენილ სამოქალაქო პირებს.

ამას მოჰყვება სხვა ფაზები - ჯარისკაცების და დაღუპულთა ცხედრების გადაცემა ისრაელში დაპატიმრებულ პალესტინელებზე გაცვლის სანაცვლოდ. ზავის შედეგად ღაზაში შევა საკვები და დახმარება, რომლებიც მწვავედ ესაჭიროება სამოქალაქო მოსახლეობას.

XS
SM
MD
LG