Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Fox News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი ამბობს, რომ პუტინთან ჩაწერს ინტერვიუს


ტაკერ კარლსონი, ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილი წამყვანი
ტაკერ კარლსონი, ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილი წამყვანი

ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა და კომენტატორმა ტაკერ კარლსონმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ თანხმობა მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად.

"ამაღამ მოსკოვში ვართ. აქ ვართ ინტერვიუსთვის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან", - ამბობს კარლსონი.

ტაკერ კარლსონი, რომელიც ცნობილია შუღლის გამომწვევი რიტორიკით და შეთქმულების თეორიების გავრცელებით, ამბობს, რომ "ხალხის ინფორმირება" მისი მოვალეობის ნაწილია.

Fox News-მა კარლსონი შარშან გაათავისუფლა, არჩევნების გაყალბების შესახებ უსაფუძვლო ცნობების გავრცელებით გამოწვეული სკანდალებისა და სასამართლო პროცესების ფონზე. მოგვიანებით კარლსონმა თავისი შოუ დაიწყო პლატფორმაზე X-ზე, ანუ ძველ Twitter-ზე.

პუტინთან ინტერვიუ X-ზე გამოქვეყნდება, თუმცა კარლსონი არ აკონკრეტებს, როდის.

XS
SM
MD
LG