Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყერში მოყოლილი მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს


 სოფელ ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 7 თებერვალი, 2024 წ.
სოფელ ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 7 თებერვალი, 2024 წ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ამ ეტაპზე ნაპოვნია 5 ადამიანის ცხედარი, გრძელდება 4 დაკარგულის სამძებრო სამუშაოები.

გასულ ღამით მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში მოყვა 4 სახლი.

6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.

XS
SM
MD
LG