Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გავრილოვის ჩამომყვანი და მაქეიფარი ხართ" - გახარიას პარტიის წევრი კობახიძეს


ბექა ლილუაშვილი, გიორგი გახარიას პარტიის ("საქართველოსთვის") წევრი
ბექა ლილუაშვილი, გიორგი გახარიას პარტიის ("საქართველოსთვის") წევრი

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ასახელებს მიზეზებს, რის გამოც, მისი შეფასებით, პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე არ იმსახურებს ხალხის მხარდაჭერას. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაპარტიელმა ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოყვანა.

"დღეს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, რომელსაც უნდა დამსახურება. ჩემი პირველი კითხვა იქნება ასეთი: დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, სიტყვის ერთგულების ერთი ფაქტი, რის გამოც იმსახურებთ მოსახლეობის ნდობას. მე პირიქით, შემიძლია მინიმუმ 10 ფაქტი, რის გამოც არ იმსახურებთ. მაგალითად, თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარის სავარძელში ჩამსმელი... თქვენივე დაწერილი კონსტიტუციის გამპარტახებელი, მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების საბოლოო გამძლიერებელი, "რუსული კანონის" ინიციატორი და მიმღები", - უთხრა ბექა ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძეს.

იმ დღეს განვითარებულ მოვლენებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის კითხვის დასმისთვის მიცემული დროის განმავლობაში ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

იმ დღეს განვითარებულ მოვლენებზე სხდომაზე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. მან ამისთვის გამოიყენა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის კითხვის დასასმელად გამოყოფილი დრო.

"მან ძალიან კარგად იცის, რომ არ იყო ეს არც "რუსული კანონი" და არც "გავრილოვის ღამეს" ირაკლი კობახიძის ბრალეულობა. არამედ მათი დღევანდელი მოღალატე ლიდერის, კრიზისის შემქმნელის პროცესები იყო მაშინ - პოლიცია იქ დააყენა, სადაც არ უნდა დაეყენებინა. შემდეგ ირაკლი კობახიძე და ჩვენ ყველა გადაეფარა მაშინდელ შს მინისტრს", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა ბექა ლილუაშვილის კითხვის საპასუხოდ.

წლების წინ, 2019 წლის ივნისში, როცა საქართველოში "მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის" სხდომა იმართებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა.

ამ ფაქტს საზოგადოების მღელვარება მოჰყვა და ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან. მაშინ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს, საპოლიციო ძალების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად აქციაზე მყოფმა ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი.

გავრილოვის საქართველოში ყოფნის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო ირაკლი კობახიძე, შს მინისტრი კი გიორგი გახარია. გახარიამ 2021 წელს დატოვა "ქართული ოცნება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG