Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რეგიონებში უკონტროლო კორუფციაა - TI


ქუჩის არტისტ "გაგოშას" ანტიკორუფციული გრაფიტი თბილისში. 12 ოქტომბერი, 2018 წელი
ქუჩის არტისტ "გაგოშას" ანტიკორუფციული გრაფიტი თბილისში. 12 ოქტომბერი, 2018 წელი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კორუფციის რუკას აქვეყნებს და სავარაუდო კორუფციული ფაქტების ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ საქართველოს რეგიონებში კორუფციას უკონტროლო სახე აქვს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სავარაუდო სამართალდარღვევების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები არასაკმარისად ან საერთოდ არ რეაგირებენ.

კორუფციის რუკა აერთიანებს თანამდებობის პირებთან და მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან დაკავშირებულ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებით მსხვილ კონტრაქტებს იღებენ. TI-ს დათვლით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამ კომპანიებმა სახელმწიფოსგან 2 მილიარდ 150 მილიონამდე მოცულობის კონტრაქტები მიიღეს.

რეგიონების მიხედვით კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების სურათი ასეთია:

  • აჭარა - 736 469 823 ლარი;
  • კახეთი - 421 000 000 ლარი;
  • სამცხე-ჯავახეთი - 409 441 633 ლარი;
  • შიდა ქართლი - 353 199 362 ლარი;
  • იმერეთი - 131 994 071 ლარი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 96 703 744 ლარი.

"კორუფციული ფაქტების სიმრავლე და მასშტაბები აჩენს განცდას, რომ პრივილეგირებული ადამიანებისთვის ხალხის ხარჯზე გამდიდრებას მწვანე შუქი აქვს ანთებული ამ ქვეყანაში", - წერს ორგანიზაცია და "ადგილობრივ ფეოდალებად" იხსენიებს იმ დეპუტატებს, რომელთა კომპანიებიც სახელმწიფო ტენდერებში სარფიან შეთავაზებებს იღებენ.

კორუფციის რუკაზე ნახავთ პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ “ფეოდალებად” - ანზორ ბოლქვაძე, ვიქტორ ჯაფარიძე. ასევე ყოფილ დეპუტატებს - იოსებ მაკრახიძე, ენზელ მკოიანი, ჯუმბერ იზორია. აქვე არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები, მათ შორის სენაკის მერი ვახტანგ გადელია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, ახალციხის ყოფილი მერი ზაზა მელიქიძე, ადგილობრივი საკრებულოების წევრები და მერიის სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG