Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა კვლავ დაბომბა ღაზა, ბაიდენის მხრიდან კრიტიკის შემდეგ


კვამლი ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს. რაფა. 2024 წლის 6 თებერვალი
კვამლი ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს. რაფა. 2024 წლის 6 თებერვალი

ისრაელის ძალებმა კვლავ განახორციელეს ლეტალური საჰაერო თავდასხმები ღაზაზე. ეს მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა "გადაჭარბებული" უწოდა ჰამასის მხრიდან ისრაელზე 7 ოქტომბერს მიტანილ იერიშზე ისრაელის სამხედრო პასუხს. (აშშ და ევროკავშირი ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.)

ისრაელი განაგრძობს თავის სამხედრო კამპანიას იმ ფონზე, როცა დიპლომატები ცდილობენ, გადაარჩინონ მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა ჰამასის მიერ მძევლების გათავისუფლებას.

ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ ბრძოლაში პაუზა დადგება მანამ, სანამ ისრაელი სახმელეთო შეტევას მოაწყობს რაფაჰზე, რომელსაც თავს აფარებს ღაზის 2,3 მილიონი მცხოვრების ნახევარზე მეტი.

XS
SM
MD
LG