Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონური მედია პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციაზე წერს


ვარშავის საერთაშორისო აეროპორტი
ვარშავის საერთაშორისო აეროპორტი

9 თებერვალს პოლონურ მედიაში გამოჩნდა ცნობები საქართველოს 15 მოქალაქის დეპორტაციის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩარტერული რეისით დააბრუნა, მათ შორის კი, ვისი დეპორტაციაც მოხდა, იყვნენ არა მხოლოდ პოლონეთიდან, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, ჩეხეთიდან და ესპანეთიდან გადმოყვანილი სამართალდამრღვევებიც. დეპორტირებულთაგან სამი საზღვრის უკანონო მცდელობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების საფრთხის შექმნის გამო იყო დაკავებული.

მსგავსი დაკავების და დეპორტაციის ოპერაცია პოლონეთიდან 2023 წლის ოქტომბერშიც ჩატარდა.

პოლონეთში ქართველი ემიგრანტების რაოდენობა ოთხჯერ არის გაზრდილი 2019 წლის შემდეგ და 2022 წლის მონაცემებით, 27 000-ს აჭარბებს.

პოლონეთის ოფიციალური სტატისტიკით, 2023 წელს პოლონეთში დანაშაული სულ 17 278-მა უცხოელმა ჩაიდინა. ეს არის 2,4 ათასით მეტი, ვიდრე წინა წელს ჩადენილი დანაშაულები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით. ათწლიან ჭრილში კი ეს მონაცემები 10-ჯერ არის გაზრდილი.

საქართველო 2013-2019 წლებში უკვე შედიოდა იმ ქვეყნების ათეულში, რომლის მოქალაქეებიც პოლონელი სამართალდამცველების მხრიდან ეჭვმიტანილები იყვნენ სხვადასხვა კრიმინალში.

XS
SM
MD
LG