Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიის გამო 6 თებერვლის შემდეგ 94 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილებში - გარემოს სააგენტო


მეწყერი ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, რომელმაც 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 8 თებერვალი, 2024 წელი
მეწყერი ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, რომელმაც 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 8 თებერვალი, 2024 წელი

გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას გასულ კვირაში საქართველოს სამ რეგიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების შემდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენებს სწავლობს სააგენტოს გეოლოგების 8 ჯგუფი. პარალელურად კი სახელმწიფო უზრუნველოფს საფრთხის ზონაში მცხოვრები ოჯახების გადაყვანას უსაფრთხო ადგილებში.

"აჭარაში დაფიქსირებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთში მეწყრები.

6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები", - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ამ უწყების ერთ-ერთი მოვალეობაა საახელმწიფოს ინფორმირება მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების შესახებ. 2022 წლის ანგარიშში ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყრული მოვლენები პროგნოზირებული იყო.

XS
SM
MD
LG