Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

31 პალესტინელი ემსხვერპლა ისრაელის საჰაერო იერიშებს რაფაჰზე, ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სახმელეთო შეჭრა გარდაუვალია


ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ, რაფაჰი, სამხრეთ ღაზა
ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ, რაფაჰი, სამხრეთ ღაზა

სულ მცირე 31 პალესტინელი ემსხვერპლა რაფაჰზე ისრაელის საჰაერო დარტყმებს შაბათ დილით - რამდენიმე საათში მას მერე, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არმიას დაავალა ამ ქალაქიდან ასიათასობით ადამიანის ევაკუაციის გეგმის შემუშავება, იქ ისრაელის ძალების სახმელეთო შეჭრის წინ.

ნეთანიაჰუს არ დაუკონკრეტებია, როდის განხორციელდება შეჭრა, თუმცა მისმა განცხადებამ პალესტინელებში მასობრივი პანიკა გამოიწვია. რაფაჰს თავს აფარებს ღაზის 2,3 მილიონი მოსახლის ნახევარზე მეტი, ბევრი მათგანი უკვე რამდენჯერმე გახდა იძულებული შეეცვალა თავშესაფარი ისრაელის მხრიდან ევაკუაციის ბრძანებების გამო - რომლებიც ამჟამად უკვე ღაზის ტერიტორიის ორ მესამედს მოიცავს. გაურკვეველია, კიდევ სად შეძლებენ ეს ადამიანები თავშესაფრის პოვნას.

სახმელეთო შეჭრის შესახებ განცხადებამ გაამწვავა ნეთანიაჰუსა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის მზარდად საჯარო დაპირისპირება. აშშ-ის წარმომადგენელთა თქმით, რაფაჰში სამოქალაქო პირების შესახებ გეგმის არქონის პირობებში შეჭრა კატასტროფას მოიტანს.

ისრაელი რაფაჰს თითქმის ყოველდღე ბობმავს - მას მერეც, რაც სამოქალაქო პირებს ბოლო კვირებში მოუწოდა წასულიყვნენ თავშესაფრისთვის, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში სახმელეთო შეჭრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG