Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის პრეზიდენტი გადადგა არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის თანამზრახველის შეწყალების გამო


თანამდებობიდან გადადგა უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი, 2024 წლის 10 თებერვალი
თანამდებობიდან გადადგა უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი, 2024 წლის 10 თებერვალი

უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი პოსტიდან გადადგა მას შემდეგ, რაც საზოგადოების გულისწყრომა მოჰყვა მისი მხრიდან ბავშვზე სექსუალური ძალადობის დანაშაულის თანამზრახველად ყოფნის გამო მსჯავრდებული კაცის შეწყალებას.

ნოვაკი, რომელიც ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა მმართველ პარტია ფიდესში, უნგრეთში ვადაზე ადრე დაბრუნდა დოჰაში მიმდინარე ვიზიტიდან და მიმდინარე პროტესტის ფონზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

"გავეცი შეწყალება, რომელმაც ბევრ ადამიანში გამოიწვია დაბნეულობა და მღელვარება" - ამბობს ნოვაკი ტელევიზიით გავრცელებულ მიმართვაში და დასძენს: "მე შეცდომა დავუშვი".

46 წლის ნოვაკი პარლამენტმა 2022 წელს აირჩია ამ, დიდწილად ცერემონიულ თანამდებობაზე. ის ერთდროულად იყო უნგრეთის ყველაზე ახალგაზრდა და პირველი ქალი პრეზიდენტი.

მანამდე ნოვაკი ოჯახების მინისტრი იყო. მან აპრილში შეიწყალა ვინმე ენდრე კ., რომელსაც 2018 წელს სამ წელიწადზე მეტი ხნით მიუსაჯეს პატიმრობა, რადგან უდედმამო ბავშვთა სახელმწიფო სახლში დირექტორის მსხვერპლთ აიძულებდა უკან წაეღოთ თავიანთი ჩვენებები. ენდრე ბავშვთა სახლის დირექტორის მოადგილე იყო. თავად დირექტორს რვა წლით მიუსაჯეს პატიმრობა, სულ მცირე 10 ბავშვზე ძალადობის გამო 2004-დან 2016 წლებში.

უნგრეთის ვეტერანი, ავტორიტარი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სკანდალით ჯერჯერობით არ დაზარალებულა. 60 წლის ორბანი, რომელიც ძალაუფლებაში 2010 წლიდანაა, საკუთარ თავს წარმოაჩენს "ტრადიციული ოჯახური ღირებულებების" დამცველად.

საჯარო განცხადებაში ორბანი გამოვიდა მოწოდებით კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილებები, რომლებიც შეუძლებელს გახდის ბავშვებზე მოძალადეთა შეწყალებას.

XS
SM
MD
LG