Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგისტრაცია დასრულდა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას


ვლადიმირ პუტინი.
ვლადიმირ პუტინი.

რუსეთში მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა, წერს საინფორმაციო სააგენტო TASS.

ვლადიმირ პუტინთან ერთად, სიაში კიდევ სამი პოლიტიკოსია. ყველა მათგანი მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში.

კანდიდატები არიან რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილე და „ახალი ხალხის“ წევრი ვლადისლავ დავანკოვი, კრემლის ლოიალური ულტრანაციონალისტური ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDPR) ლიდერი ლეონიდ სლუცკი და კომუნისტური პარტიის კანდიდატი ნიკოლაი ხარიტონოვი.

71 წლის პუტინი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს და არა მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატად. პუტინი 2000 წლიდან მართავს რუსეთს და დიდი ალბათობით, მარტივად გაიმარჯვებს მომავალ თვეში.

ომი უკრაინაში, რომელსაც კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, მეორე წელიწადს უახლოვდება. მას ორივე მხრიდან ათასობით ადამიანი შეეწირა, მილიონობით უკრაინელი დევნილი გახდა და უამრავი ქალაქი და სოფელი ნანგრევებად აქცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG