Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა წინ წაიწია უკრაინის დახმარების პაკეტზე


აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი

მცირედი განსხვავებით დაყოფილმა აშშ-ის სენატმა წინ წაიწია უკრაინისთვის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის განკუთვნილი, 95,34 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტზე - მიუხედავად წინააღმდეგობისა რესპუბლიკელი რადიკალების და დონალდ ტრამპის მხრიდან.

დემოკრატების ხელმძღვანელობით მოქმედმა სენატმა ხმათა თანაფარდობით 67-27 უყარა კენჭი უკანასკნელი პროცედურული წინაღობის მოხსნას და გზა გაუხსნა ამ საკითხზე საბოლოო კენჭისყრას, მომავალ დღეებში.

ამ დახმარებას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს კიევი, რომელიც უახლოვდება ქვეყანაში შეჭრილი რუსეთის ძალების მოგერიების მეორე წლისთავს.

თუმცა, სენატში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი გაეგზავნება რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით მოქმედ წარმომადგენელთა პალატას, სადაც მას ბუნდოვანი პერსპექტივა ელის.

XS
SM
MD
LG