Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ სამოქალაქო პირების დაცვის გეგმის გარეშე ისრაელმა არ უნდა განახორციელოს სამხედრო ოპერაცია რაფაჰში


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

ისრაელმა არ უნდა განახორციელოს სამხედრო ოპერაცია ღაზის საზღვართან მდებარე, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ რაფაჰში, სამოქალაქო პირების დაცვის "სანდო" გეგმის გარეშე - უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს 11 თებერვალს, როგორც თეთრი სახლი აცხადებს.

ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ტელეფონით ილაპარაკეს მას მერე, რაც ეგვიპტის ორმა ოფიციალურმა პირმა და ერთმა დასავლელმა დიპლომატმა თქვეს, რომ ეგვიპტე გამოდის ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაუქმების მუქარით, თუკი ისრაელის სამხედროები რაფაჰში შევლენ. ეგვიპტე შიშობს, რომ ბრძოლის შედეგად დაიხურება ალყაში მოქცეული ამ ტერიტორიაზე დახმარების შეტანის მთავარი გზა.

რაფაჰს თავს აფარებს ღაზის 2,3 მილიონი მოსახლის ნახევარზე მეტი, ბევრი მათგანი უკვე რამდენჯერმე გახდა იძულებული შეეცვალა თავშესაფარი ისრაელის მხრიდან ევაკუაციის ბრძანებების გამო - რომლებიც ამჟამად უკვე ღაზის ტერიტორიის ორ მესამედს მოიცავს. გაურკვეველია, კიდევ სად შეძლებენ ეს ადამიანები თავშესაფრის პოვნას.

ისრაელი რაფაჰს თითქმის ყოველდღე ბობმავს - მას მერეც, რაც სამოქალაქო პირებს ბოლო კვირებში მოუწოდა წასულიყვნენ თავშესაფრისთვის, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში სახმელეთო შეჭრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG