Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზესტაფონში ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნეს


საილუსტრაციო ფოტო: ზესტაფონის რაიონული სასამართლო.
საილუსტრაციო ფოტო: ზესტაფონის რაიონული სასამართლო.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეზე ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

როგორც საქართველოს პროკურატურა აცხადებს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ, ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე თითქოსდა ბათუმში, სილამაზის სალონში სამუშაოდ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა.

განცხადებაში აღნიშნულია, საქართველოში ტაილანდის მოქალაქეების ჩამოყვანის შემდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ: „უცხო ქვეყნის მოქალაქემ, დაზარალებულები ზესტაფონში მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მოათავსა, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს თავად ისაკუთრებდა".

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა. მას ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

XS
SM
MD
LG