Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW: უცხოური დახმარების კლება და თალიბანის მმართველობა უარყოფითად აისახა ავღანეთის ჯანდაცვაზე


დედა-შვილი ქაბულის საავადმყოფოში
დედა-შვილი ქაბულის საავადმყოფოში

უცხოური დახმარების მკვეთრი კლება მძიმედ აისახა ავღანეთის ჯანდაცვის სისტემაზე, გაიზარდა საკვების ნაკლებობით გამოწვეული "გამოფიტვა და არასაკმარისი სამედიცინო დახმარების შედეგად განვითარებული დაავადებები" - წერს უფლებადამცველი ორგანიზაცია, ჰიუმან რაიტს უოჩი (HRW) 12 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

HRW ასევე აცხადებს, რომ თალიბანის მხრიდან ქალებისთვის და გოგონებისთვის დაწესებული შეზღუდვები ართულებს ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაზე, რაც ძირს უთხრის მილიონობით ავღანელის უფლებას მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება.

თალიბანი ავღანეთში 2021 წლის აგვისტოში მოვიდა ხელისუფლებაში, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი სიღარიბეში და შიმშილის პირობებში აღმოჩნდა - რადგან უცხოეთიდან დახმარება თითქმის მყისიერად შეწყდა. თალიბანის მმართველებისთვის დაწესებულმა სანქციებმა, საბანკო გადარიცხვების გაჩერებამ და ავღანეთის სავალუტო რეზერვებში მილიარდების გაყინვამ გამოიწვია წყვეტა გლობალ ინსტიტუციებთან და საგარეო ფულთან, რომელსაც ავღანეთის დახმარებაზე დამოკიდებული ეკონომიკა იქიდან აშშ-ის და ნატოს ძალების გასვლამდე ეფუძნებოდა.

XS
SM
MD
LG