Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მოკავშირეები - საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია - გააძლიერებენ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში


დონალდ ტუსკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი
დონალდ ტუსკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა 12 თებერვალს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება განიხილა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებთან - გავრცელებული შეშფოთების ფონზე, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას დასავლეთის სოლიდარობას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ.

ტუსკის თქმით, ევროკავშირსა და ნატოს შორის ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს "ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის".

პარიზში მყოფმა ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი "მზადაა იბრძოლოს ამ უსაფრთხოებისთვის". მოგვიანებით, უკვე ბერლინში, ის მიესალმა "მკაფიო განაცხადს", რომ ეს ქვეყნები მზად არიან ითანამშრომლონ ევროპის თავდაცვის სფეროში.

XS
SM
MD
LG