Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის არჩეული პრეზიდენტი უკრაინაში ომის დასრულებამდე მოსკოვთან ურთიერთობას არ აპირებს


ალექსანდერ სტუპი, ფინეტსი არჩეული პრემიერი
ალექსანდერ სტუპი, ფინეტსი არჩეული პრემიერი

ფინეთის არჩეულმა პრეზიდენტმა ალექსანდ სტუბმა განაცხადა, რომ ჰელსინკს მოსკოვთან პოლიტიკურ ურთიერთობა არ ექნება უკრაინაში ომის დასრულებამდე, ამის შესახებ სტუბმა 12 თებერვალს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ურთიერთობების პოლიტიკა მარტივია“, - ციტირებს სტუბს ტელერადიოკომპანია Yle „დიპლომატიური და ოფიციალურ ურთიერთობები რჩება, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე ურთიერთობები არ არის და არც იქნება, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს“,- მისი სიტყვებით შეიცვლება უკრაინისადმი ფინეთის დამხმარებაც.

გარდა ამისა სტუბის სიტყვებით, ფინეთის საგარეო და უსაფრთოების პოლიტიკას უკვე ნატოსა და ევროკაშირში წევრობა განაპირობებს.

ფინეთი თითქმის 80-წლიანი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შემდეგ, 2023 წელს გაწევრიანდა ნატოში. ჰესლინკში ეს ახსნეს უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ფინეთსა და რუსეთს 1300-კილომეტრიანი საზღვარი აქვთ, ამრიგად რუსეთსა და ნატოს შორის საზღვარი თითქმის გაორმაგდა.

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 11 თებერვალს ჩატარდა. სტუბმა არჩევნეში ხმების 51,6%-ით გაიმარჯვა. ალექსანდ სტუბს სხვადასხვა დროს ეკავა ფინეთის პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. იყო ევროკავშირს საქმეთა მინისტრი.

Yle-ს ინფორმაციით კრემლს პოლიტიკოსისთვის გამარჯვება არ მიულოცავს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფინეთის არჩეული პრეზიდენტი „ძალიან არამეგობრული ხასიათის“ განცხადებებს აკეთებდა, ამასთან, მოსკოვი საკუთრივ ქვეყანასაც არამეგობრულად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG