Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის და ისრაელის დახმარების პაკეტს


მაიკ ჯონსონი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი
მაიკ ჯონსონი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა 12 თებერვალს მწვავედ გააკრიტიკა 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი, რომელიც განკუთვნილია უკრაინისთვის, ისრაელისთვის და სხვა ქვეყნებისთვის - რითიც ეჭვქვეშ დააყენა პაკეტის მომავალი იმ ფონზე, როცა სენატის ლიდერები ნელ-ნელა მიიწევენ წინ საბოლოო კენჭისყრისკენ.

ჯონსონი, რომელიც ლუიზიანელი რესპუბლიკელია, განცხადებაში ამბობს, რომ პაკეტს აკლია საზღვრის დაცვის შესახებ პუნქტები, და ამბობს, რომ პაკეტი "ჩუმადაა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ყველაზე მწვავე საკითხზე".

ეს, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ნიშანი იყოს, რომელიც უკრაინის დახმარების მიმართ გამოუთქვამთ კონსერვატორებს - ისინი უკვე თვეების განმავლობაში ითხოვენ პაკეტმა ასევე მოიცვას საზღვრის უსაფრთხოების საკითხი.

XS
SM
MD
LG