Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო კომისარიატის კარის დაწვისთვის პეტერბურგის სასამართლომ პენსიონერს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა


სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობისთვის რუსეთში არაერთი მოქალაქე დააკავეს
სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობისთვის რუსეთში არაერთი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის დასავლეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ ზოგადი რეჟიმის კოლონიაში ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა 67 წლის ჟუმაგულ კურბანოვას, სამხედრო კომისარიატის ოფისის კარზე ცეცხლის წაკიდების გამო, რაც ტერაქტის კვალიფიკაციით განიხილებოდა.

როგორ უფლებადამცველი ცენტრი Sota წერს, სასამართლო პროცესის დროს პენსიონერმა თქვა, რომ 2023 წლის ივნისიდან იგი უცნობმა ადამიანებმა დაიქირავეს. მათ თავი გააცნეს როგორც სამართალდამცავებმა და დამნაშავეების დასაჭერად დახმარება სთხოვეს.ხოლო ვინმე "ალექსანდრე კოსტროვმა" პირველად მისგან მოითხოვდა, რომ მას აიღო სესხები და ეს თანხა გადაერიცხა ანგარიშზე, რათა ამით დაესწრო თაღლითებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, მისი სახელით ცდილობენ ბანკიდან სესხის აღებას.

რამდენიმე ბანკში ყურბანოვას დაუმტკიცა დაახლოებით 200 ათასი რუბლის ოდენობით სესხი. პენსიონერმა ქალმა მთელი თანხა იმ ანგარიშზე ჩარიცხა, რომელიც კოსტრომა გაუგზავნა, ხოლო კიდევ 124 ათასი რუბლი ყურბანოვას საკრედიტო ბარათიდან ჩამოიწერა. პირველი აგვისტოს დილით კოსტროვმა სთხოვა ყურბანოვას, რომ „საიდუმლო ოპერაციის" ფარგლებში, ცეცხლი წაეკიდა მიტოვებული შენობისთვის.

ყურბანოვას თქმით, მას უთხრეს, რომ შენობის სარდაფში იყვნენ თაღლითები, რომლებიც ატყუებენ პენსიონერებს. ცეცხლის გაჩენით კი მას უნდა შეექმნა ე.წ „კვამლის ფარდა“, რომელიც დამნაშავეებს აიძულებდა გარეთ გამოსულიყვნენ.

გამომძიებლების თქმით, ყურბანოვამ ბენზინი და ძრავის ზეთი გამოიყენა პეტერბურგში, ინგლისის გამზირზე, სამხედრო კომისარიატის შესასვლელ კართან ცეცხლის გასაჩენად, რის შემდეგაც მან დამკვეთებს ვიდეო შეტყობინება გაუგზავნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიების თქმით ყურბანოვას ქმედების შედეგად, სამხედრო კომისარიატმა დაახლოებით 91,965 რუბლის ოდენობის მატერიალური ზიანი განიცადა. დანაშაულის ჩადენისთვის შემკვეთები ყურბანოვას 50 ათას რუბლს დაჰპირდნენ. ქალმა აღიარა თავისი დანაშაული, მოინანია, რაც ჩაიდინა და მიყენებული ზიანიც აანაზღაურა.

  • უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის ქალაქებში სპეცსამსახურებმა რეგულარულად დაიწყეს სამხედრო კომისარიატებზე თავდასხმების, დივერსიებსა და ტერაქტების მზადებაში ეჭვმიტანილების დაკავება.
  • ვლადიმირ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ასეთი თავდასხმების რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა. დღემდე ცნობილია ცეცხლის წაკიდების მცდელობის სულ მცირე ასი შემთხვევა.
  • თავდაპირველად საქმეები განიხილებოდა სხვისი ქონების დაზიანებისა და ხულიგნობის შესახებ მუხლებით. მოგვიანებით, რუსეთის გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ სამხედრო კომისარიატების დაწვის შემთხვევები ჩაითვლება ტერორისტულ თავდასხმებად და დაისჯება15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პირველი განაჩენი, რომლითაც სამხედრო კომისარიატის დაწვა ტერორისტულ თავდასხმად იქნა კვალიფიცირებული, 2023 წლის იანვრის ბოლოს გამოიტანეს.
XS
SM
MD
LG