Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დაცვის ჯგუფი ბრიუსელში განიხილავს კიევის მხარდაჭერას


UDCG-ის შეხვედრა 2023 წლის 19 სექტემბერს, რამშტაინი, გერმანია
UDCG-ის შეხვედრა 2023 წლის 19 სექტემბერს, რამშტაინი, გერმანია

უკრაინის მოკავშირე ქვეყნები 14 თებერვალს ბრიუსელში მართავენ შეხვედრას, კიევისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის გაგრძელების საკითხის განსახილველად - იმ ფონზე, როცა მეორე წლისთავს უახლოვდება რუსეთის მხრიდან უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეჭრა.

აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) - მეორე სახელით რამშტაინის ფორმატის - შეხვედრისთვის უნდა ეხელმძღვანელა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს, მაგრამ საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ ის იძულებული გახდა ბრიუსელში ვიზიტი გაეუქმებინა.

შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობს ნატოს 31-ვე მოკავშირე და კიდევ უკრაინის 23 მოკავშირე, 14 თებერვალს გაგრძელდება ალიანსის სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების მოლაპარაკებით.

XS
SM
MD
LG