Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ისევ საჰაერო განგაშია


კიევის მეტრო ერთ-ერთი ის ადგილია, რომელსაც უკრაინელები თავს აფარებენ საჰაერო განგაშის დროს
კიევის მეტრო ერთ-ერთი ის ადგილია, რომელსაც უკრაინელები თავს აფარებენ საჰაერო განგაშის დროს

უკრაინაში განგაშია გამოცხადებული რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევის გამო. უკრაინის საჰაერო ძალებმა დააფიქსირეს მურმანსკის ოლქიდან წამოსული რუსული ბომბდამშენები Ту-95мс. ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა. მოქალაქეებს თავშესაფრებსა და სხვა უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:30 საათისთვის დაიწყო უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ოლქებიდან და მოგვიანებით გავრცელდა ქვეყნის პრაქტიკულად, მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.

მანამდე რუსეთის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა პოლტავის ოლქის ქალაქ მირგოროდზე. ამ ქალაქში უკრაინის არმიის საავიაციო ბაზა მდებარეობს. სარაკეტო დარტყმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG