Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისშვილის გაუპატიურებისთვის ბიძას 20 წლით პატიმრობა მიესაჯა


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა, 60 წლამდე ასაკის კაცს, რომელსაც ბრალად ედებოდა, რომ 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს.

გადაწყვეტილება, მოსამართლე იზა კელენჯერიძემ, დღეს 15 თებერვალს გამოაცხადა.

ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება, მასზე სასამართლოს გადაწვეტილების საფუძველზე ძებნა უნდა გამოცხადდეს, მის ინტერესებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი იცავდა. ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს სააპელაციო სასამართლოში.

„დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად“, - ნათქვამია ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებაში, რომლის ადვოკატი ანა თავხელიძეც იცავდა დაზარალებულის ინტერესებს.

ამ ამბის შესახებ რადიო თავისუფლებას გასული წლის მარტში ვრცელი სტატია აქვს გამოქვეყნებული.

XS
SM
MD
LG