Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალივანი აპირებს შეხვდეს აშშ-ის კონგრესის მაღალი დონის წევრებს რუსეთის მხრიდან ახალი საფრთხის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით


აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი. ვაშინგტონი. 5 სექტემბერი. 2023 წელი
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი. ვაშინგტონი. 5 სექტემბერი. 2023 წელი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი, ჯეიკ სალივანი 15 თებერვალს მართავს ბრიფინგს კონგრესის მაღალი რანგის წევრების ჯგუფთან, რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ცნობების გარშემო.

მედიამ გაავრცელა კრემლის მიერ უარყოფილი ინფორმაცია დაზვერვის ახალი მონაცემების შესახებ, რომელიც შეიძლება საერთაშორისო საფრთხეს წარმოადგენდეს.

სალივანის საუბარი კონგრესმენებთან შედგება ერთი დღის მერე მას შემდეგ, რაც მაიკ ტერნერმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ , განაცხადა "ეროვნული უსაფრთხოების სერიოზული საფრთხის" შესახებ.

მას დეტალები არ დაუზუსტებია, თუმცა ამერიკული მედია დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საკითხი ეხება რუსეთის ახალ შესაძლებლობებს, რომლის განვითარებასაც ის ცდილობს კოსმოსური იარაღის სფეროში.

XS
SM
MD
LG