Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უამინდობის გამო თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა და გადაიდო


აეროპორტი მუშაობას განაგრძობს
აეროპორტი მუშაობას განაგრძობს

ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო დედაქალაქში ღამით შესასრულებელი რამდენიმე რეისი გაუქმდა, რამდენიმე კი გადაიდო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურმა მიაწოდა.

გაუქმდა:

  • "თურქეთის ავიახაზების" სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის 2 რეისი;
  • "პეგასუსის" - სტამბოლი-თბილისის რეისი;

გადაიდო:

  • "პეგასუსის" ანტალია-თბილისის რეისი;
  • "აზერბაიჯანის ავიახაზების" ბაქო-თბილისის რეისი.

თბილისის აეროპორტის ინფორმაციით, ხილვადობა გაუმჯობესებულია და მუშაობას შეფერხების გარეშე განაგრძობენ.

XS
SM
MD
LG