Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერი თვლის, რომ ქალაქ რაფაჰში არ შესვლა “ომის წაგებას“ ნიშნავს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ: რაფაჰში არ შესვლა ომის "წაგებას ნიშნავს". ფოტო: 2 თებერვალი. 2024 წელი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ: რაფაჰში არ შესვლა ომის "წაგებას ნიშნავს". ფოტო: 2 თებერვალი. 2024 წელი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 17 თებერვალს განაცხადა, რომ კრიტიკულად განწყობილები, ვინც ისრაელს მოუწოდებს, არ გამართოს საომარი მოქმედება რაფაჰში, ფაქტიურად ეუბნებიან ქვეყანას, რომ ომი წააგოს ჰამასთან (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია).

ისრაელის პრემიერმა, რომელმაც დაიპირა, რომ „გაანადგურებს“, პალესტინელთა სამხედრო დაჯგუფებას, რომელმაც 7 ოქტომბრის იერიში მოაწყო ისრაელზე, ასევე თქვა, რომ ქალაქში ჯარი შევა იმისგან დამოუკიდებლად, მიიღწევა თუ არა შეთანხმება მძევლების განთავისუფლების შესახებ. „ამას რომც მივაღწიოთ, მაინც შევალთ რაფაჰში“ - თქვა მან.

ისრაელს მოუწოდებენ, მათ შორის მისი უახლოესი მოკავშირე, აშშ, თავი შეიკავოს რაფაჰში, ღაზის სექტორის სამხრეთის ქალაქში, შესვლაზე, რომელსაც თავს აფარებს 1,4 მილიონი ადამიანი. სამხედროები აცხადებენ, რომ მუშაობენ ამ არეალიდან სამოქალაქო მოსახლეობის გაყვანაზე, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ დანაკარგი, მაგრამ არ ამხელენ ევაკუაციის დეტალებს.

ეგვიპტეში, კაიროში გრძელდება მოლაპარაკება ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დროებითი შეწყვეტის შესახებ. ამ დროს ჰუმანიტარული ორგანიზაციები სულ ურო დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ რეგიონში სურსათის, წყლის და მედიკამენტების დეფიციტის გამო. ნეთანიაჰუს თანახმად, ნებისმიერი მოგვარება მოხდება მხარეებს შორს უშუალო მოლაპარაკების გზით, წინასწარი პირობების გარეშე.

მან სასაცილო უწოდა ჰამასის წინასწარ პირობებს. „ისრაელი ჩემი ხელმძღვანელობით გააგრძელებს გადაჭრით გამოვიდეს პალესტინელთა სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ,“ - დასძინა ისრაელის პრემიერმა. „7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ტერორიზმისთვის ამაზე უფრო დიდი საჩუქარი არ შეიძლება არსებობდეს, და ის ხელს შეუშლის მომავალში ნებისმიერ სამშვიდობო მოგვარებას“ - თვლის ბენიამინ ნეთანიაჰუ.

XS
SM
MD
LG