Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

86 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა პერიოდის უკრაინელი დისიდენტი, სტეპან ხმარა


სტეპან ხმარა
სტეპან ხმარა

86 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი დისიდენტი, სტეპან ხმარა - იუწყება მისი ცოლი 21 თებერვალს, სიკვდილის მიზეზის დაკონკრეტების გარეშე.

ხმარა ადამიანის უფლებების დაცვის კამპანიაში ჩაერთო უნივერსიტეტის სტუდენტად ყოფნის დროს. 1980 წელს მას შვიდი წლით მიუსაჯეს პატიმრობა, ანტისაბჭოთა პროპაგანდის ბრალდებით. 1987 წელს, გათავისუფლების შემდეგ, ის გახდა უკრაინის ჰელსინკის კომიტეტის თანადამაარსებელი და ღიად უჭერდა მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას.

1991 წელს, მას შემდეგ, რაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხმარა პარლამენტის წევრი იყო.

2006 წელს მას უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG