Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილია აკრიტიკებს გაეროს უშიშროების საბჭოს "პარალიზებულობას" ღაზის და უკრაინის საკითხებზე


ბრაზილიაში დიდი ოცეულის შეხვედრა მიმდინარეობს, 2024 წლის 21 თებერვალი
ბრაზილიაში დიდი ოცეულის შეხვედრა მიმდინარეობს, 2024 წლის 21 თებერვალი

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა 21 თებერვალს, დიდი ოცეულის (G20) შეხვედრის გახსნაზე გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს "პარალიზებულობა" ღაზაში და უკრაინაში მიმდინარე ომებთან დაკავშირებით.

"მრავალმხრივი ინსტიტუციები არ არიან სათანადოდ აღჭურვილები ამჟამად შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად, როგორც ეს გამოჩნდა უშიშროების საბჭოს მიუღებელი პარალიზებულობით მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით" - განაცხადა მაურო ვიეირამ ორდღიანი შეხვედრის გახსნისას.

დიდი ოცეულის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანა ბრაზილია ხდება, შეხვედრა რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარეობს, მასში მონაწილეობენ მსოფლიოს 20 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების წამყვანი დიპლომატები. შეხვედრის თემებია სიღარიბე, კლიმატის ცვლილებები და გაღრმავებული გლობალური დაძაბულობა.

XS
SM
MD
LG