Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცემა „პროექტის“ გამოკვლევის მიხედვით, ექვს წელიწადში პუტინმა მეტი ადამიანის რეპრესირება შეძლო, ვიდრე ბრეჟნევმა


სანქტ-პეტერბურგმი დაკავებულები, რომლებიც ალექსეი ნავალნის დაპატიმრების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქუჩაში. 31 იანვარი, 2021 წელი
სანქტ-პეტერბურგმი დაკავებულები, რომლებიც ალექსეი ნავალნის დაპატიმრების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქუჩაში. 31 იანვარი, 2021 წელი

რიცხვი ადამიანებისა, რომლებიც რუსეთში გაასამართლეს პოლიტიკური მუხლებით, ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის მხოლოდ ბოლო საპრეზიდენტო ვადის დროს, აღემატება საბჭოთა პერიოდის, ნიკიტა ხრუშჩოვის და ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროინდელ იმავე მონაცემებს.

ამის შესახებ წერს გამოცემა „პროექტი“ და ამტკიცებს, რომ ბოლო ექვს წელიწადში უშუალო რეპრესია შეეხო დაახლოებით 116 ათას ადამიანს (არაა გათვალისწინებული პოლიციისთვის გაწეული წინააღმდეგობა და პანდემიის პერიოდის დარღვევები).

ლაპარაკია იმ პირებზე, რომლებიც „პროექტის“ დახასიათებით კანონის პოლიტიკური ან ადმინისტრაციული მუხლების მიხედვით გაასამართლეს.

ექსტრემიზმის, რომელიც ტერორიზმს ამართლებს, ე.წ „ფეიკების“ და არმიის დისკრედიტაციის მუხლებით 2028 წლიდან 2024 წლამდე, „პროექტის“ გამოთვლით, გაასამართლეს 5613 ადამიანი. თუ ამას დავუმატებთ, მათ რიცხვს, ვინც უარი თქვა უკრაინაში ბრძოლაზე, ასევე სახელმწიფოს ღალატში და ჯაშუშობაში ბრალდებულებს, ეს რიცხვი უდრის 11442-ს. დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანი დაექვემდებარა ადმინისტრაციულ დევნას, კერძოდ, ნებადაურთველ აქციებში მონაწილეობის მუხლით.

ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდის ექვსწლიან ეტაპზე, 1956 წლიდან 1961 წლამდე, როცა საბჭოთა მოქალაქეებს სჯიდნენ ანტისაბჭოთა აგიტაციის და ინფორმაციის გავრცელებისთვის, 4883 ადამიანი მისცეს პასუხისგებაში.

ამავე ბრალდებით, ბრეჟნევის მმართველობის ერთ მონაკვეთში, 1968–1973 წლებში გაასამართლეს 1057 პირი.

ამ დროს საბჭოთა კავშირში იყო მმართველი იდეოლოგია, რომელსაც ყველა უნდა დამორჩილებოდა. რუსეთი კი საკონსტიტუციო -სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც ადამიანის უფლებებს სახელმწიფო უნდა იცავდეს.

„პროექტის“ გამოკვლევის ავტორებმა თავიანთი ეს ნაშრომი მიუძღვნეს კოლონიაში ალექსეი ნავალნის სიკვდილს, რასაც ისინი "მკვლელობას" უწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG