Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჭრეს ქუთაისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან" - პოლიციამ მეზობელი დააკავა


ზაქრო მამასახლისი, ქუთაისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან".
ზაქრო მამასახლისი, ქუთაისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან".

ქუთაისის ცენტრში, ბროსეს ქუჩაზე ქალაქის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან", ზაქრო მამასახლისი საკუთარი სასტუმროსთან ცივი იარაღით დაჭრეს. მამასახლისი კლინიკაშია გადაყვანილი, ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

დეპუტატის დაჭრის საქმეზე პოლიციამ მეზობელი კაცი დააკავა. დაჭრას ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტს უკავშირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) დაიწყო.

XS
SM
MD
LG