Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის სეიმმა აკრძალა რუსეთიდან და ბელარუსიდან საქონლის შეტანა, მაგრამ ტრანზიტის შესაძლებლობა ძალაში დატოვა


ლატვიის სეიმმა 22 თებერვალს მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსეთიდან და ბელორუსიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს შიდა ბაზრისთვის.

დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ცვლილებას, რომელიც ასევე კრძალავდა ასეთი საქონლის ტრანზიტს, იუწყება Delfi.

იმპორტზე შეზღუდვები ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტების მიმართ, რომლებიც შემოტანილია უშუალოდ რუსეთიდან და ბელორუსიიდან და სხვა ქვეყნებში წარმოებულ საქონელზე, რომლებიც ამ ორი სახელმწიფოდან შედის ლატვიაში.

ცვლილებების თანახმად, აკრძალვა ძალაში იქნება 2025 წლის 1 ივლისამდე და მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შეზღუდვები მიზნად ისახავს არ მისცეს შესაძლებლობა აგრესორი ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტებს და ამ ქვეყნების საწარმოებს დამატებითი შემოსავალი პროდუქციის ექსპორტიდან, რაც ხელს შეუწყობდა უკრაინაში ომის გაგრძელების შესაძლებლობას. წერს Север.Реалии.

სეიმის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დინა მაისტერი გამოვიდა მოწოდებით, მხარი არ დაუჭირონ ეროვნული კავშირის პარტიის წინადადებას რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანზიტის შესახებ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ლატვიის საერთაშორისო ვალდებულებებსა და ქვეყნის კონსტიტუციას, იუწყება Delfi. აღინიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირის დონეზე.

ლატვია ევროკავშირში რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტების სიდიდით მეორე იმპორტიორია. 2023 წელს ლატვიამ შიდა ბაზრისთვის რუსეთიდან შეიტანა 423 ათას ტონაზე მეტი მარცვლეულის პროდუქტი, რაც 59,9 %-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. რუსეთიდან ლატვიაში იმპორტირებული მარცვლეულის ღირებულებამ 2023 წელს 89 მილიონ ევროს მიაღწია, რაც 11,7 %-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. ლატვია ამავე დროს რუსეთიდან გატანილი ტრანზიტისთვის განკუთვნილი პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია.

XS
SM
MD
LG